26 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან გამართავს - პრემიერ- მინისტრი უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს

ორი მეზობლის პირისპირ შეხვედრა ნიუ-იორკში - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან გამართავს. პირველი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყო. შეხვედრაზე, მთავარი თემა კი აბრეშუმის გზის შუა დერეფანი, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით აზია ევროპასთან უნდა დააკავშიროს.

თურქეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში დღეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლაც.

თავის მხრივ, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას მოუტანს ორივე ქვეყანას.

სატრანსპორტო დერეფნებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს სხვა ლიდერებთანაც გამართავს, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატების ვიზიტის მთავარი მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატები და სხვადასხვა სამიტია. მათ შორის, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის სამიტებია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა. გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.

დღის ამბები