26 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
სად მოგზაურობდა ექსპრეზიდენტი და რამდენი მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე ბიუჯეტიდან

პაბლო ესკობარის საფლავის მონახულება - კოლუმბია. პერუ და ქალაქები - ლიმა და კუსკო. სენ ტროპე - კორსიკა, სინგაპური , ტაილანდი - ეს იმ ტურისტული მარშრუტების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიხეილ სააკაშვილი 2010- 12 წლებში იმყოფებოდა. ირკვევა, რომ სააკაშვილმა ამ პერიოდში წელიწადში 100 ფრენა განახორციელა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 14 მილიონი ლარი დაუჯდა. თავდაცვის სამინისტროსა და საავიაციო კომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" შორის წლების წინ საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დრომდე მას გრიფით საიდუმლო ედო, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება. ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ თანხას, პირად ვოიაჟებში თანმხლებ პირებთან ერთად ხარჯავდა.

საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენება, მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ოცნების" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, საკმარისი საფუძველი არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" კოლეგებს ოპოზიციიდან, სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გაფლანგვასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ოპოზიციაში ახლა გამოძიების დაწყებას და ახალი დეტალების გასაჯაროებას ელოდებიან.

საიდუმლო დოკუმენტებისთვის გრიფის მოხსნის გადაწყვეტილებას მიესალმება მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. 

თავდაცვის სამინისტროს "ჯორჯიან ეარვეისთან" 24 მილიონიანი გასაიდუმლოებული ხელშეკრულება რომ ჰქონდა გაფორმებული, ეს ფაქტი "კურიერთან" დაადასტურა კომპანიის დირექტორმა. თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა წელიწადში დაახლოებით 100 კერძო ვიზიტს ახორციელებდა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხელ სააკაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ის სასჯელს იხდის. გახდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები, ექსპრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარდგენის საფუძველი, ეს ჯერ უცნობია.

 

 

 

 

 

დღის ამბები