26 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
როგორი გამოხმაურება მოჰყვა ფიროსმანის ნახატების გამოფენას შვეიცარიაში

"ერთ-ერთი პირველი თანამედროვე მხატვარი, რომელიც ვან გოგს, პიკაოსა და შაგალს უტოლდება", "ის მსოფლიო არტისტია" - ასეთი შეფასებები მოყვა შვეიცარიაში თვითნასწავლი ქართველი გენიოსის, ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენას. ბეილერის მუზეუმში ნიკალას 46 ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები: "ჟირაფი", "მეეზოვე" და "აქტრისა მარგარიტა".

გამოფენის ერთ-ერთი დამთვალიერებელი და ფიროსმანის შემოქმედების შემფასებელი ფრანსუა მაიორე იყო. სწორედ მისმა მამინაცვალმა, ილია ზდანევიჩმა აღმოაჩინა და შეაგროვა 1912 წელს თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები. შვეიცარიაში ქართველი ფერმწერის ტილოები იანვრის ბოლომდე დარჩება, მანამდე კი ნიკალას ნახატებმა დანიაში იმოგზაურა.

დღის ამბები