26 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2030 წლის დღის წესრიგის მიღების შემდეგ მეორედ იმართება. პირველი სამიტი 2019 წელს გაიმართა.

სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა. სამიტის მიზანია, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის დღის წესრიგის დაჩქარებულად შესრულების ხელშეწყობა. სამიტის ბოლოს მონაწილეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვა. დიალოგის თემაა "ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად".

გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.

დღის ამბები