ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, გადაცემა "60 წუთში"" განაცხადა.
ზელენსკიმ კონტრშეტევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრშეტევას ნელი პროგრესი აქვს, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მცირე მანძილით წინ სტაბილურად წაიწიონ.
"ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს ასი მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს შესვენების საშუალება. ეს რთული ვითარებაა. ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი თქვენთან. ინიციატივა ჩვენს ხელშია. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა, თუმცა ეს არ არის ძალიან სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღე წავიწიოთ წინ და გავათავისუფლოთ ტერიტორიები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.