26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
დავით ბაქრაძე - პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. მომავალი კვირა დაეთმობა მაღალი დონის შეხვედრებს, გაიმართება გენერალური დებატები, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს.


"ასევე,გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, ის პროგრესი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები მიღწევის მიმართულებით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები