26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი მის გერმანელ კოლეგას შეხვდა.

ანალენა ბერბოკთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც შესაბამის გადაწყვეტილებაშიც აისახება.

მინისტრებმა მიმოიხილეს ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები