საჰაერო განგაში იყო გამთენიისას უკრაინის ყველა ოლქში, მათ შორის კიევში. რუსული ძალების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები ხმელენცკის თავზე დაფიქსირდა. მოსალხოებას მოუწოდეს თავშესაფრებში გადასულიყვნენ.
34-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაფიქსირდა 180-მდე აფეთქება. არის მსხვერპლი.
აფეთქებები დაფიქსირდა ზაპოროჟიასა და ხარკოვის ოლქებშიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
აფეთქეების ხმა ისმოდა კვლავ ოკუპირებულ სევასტოპოლში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმის სამხრეთ-დასავლეთით დრონების ნაწილი ჩამოგდებულია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ცნობით, დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით 3 თვიანი კონტრშეტევის შედეგად მათ სოფელი კლიშჩიივკა გაათავისუფლეს.
კანადის თავდაცვის მინისტრის კი იტყობინება, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად საერთაშორისო ფონდში 25 მილიონ დოლარამდე გადარიცხავს.