26 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან - ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში.

მისივე თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებასა მოუტანს ორივე ქვეყანას. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა რეგიონში პრობლემური საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას.

შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები