26 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
კაცი, რომლის ოჯახიც მის ბავშვობაში სტიქიამ იმსხვერპლა, მშობლიურ ხახაბოში დაბრუნდა - პაატა ხახიაურის დაუჯერებელი ამბავი

პირიქითა ხევსურეთში, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე სოფელი ხახაბო მდებარეობს, ადგილი, სადაც წლების წინ ოჯახები ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ. წლებთან ერთად კი ხეობა დაცარიელდა. ადგილობრივების მიგრაცია ზვავმა დააჩქარა. ათწლეულების წინ მომხდარმა სტიქიამ, ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩენილები კი იძულებულები გახდნენ ხეობა დაეტოვებინათ. ერთ-ერთი იყო 10 წლის პაატა ხახიაური. მისი სახლი ზვავმა დაფარა და ოჯახის სამი წევრი სტიქიამ იმსხვერპლა. წლების შემდეგ კი პაატა დაცარიელებულ სოფელში დაბრუნდა, სახლი ააშენა და მას შემდეგ ხახაბოს ციხე-სოფელში მარტო ცხოვრობდა.

სოფლამდე მისვლა მარტივი არ არის. გზა ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ხახაბოში მისასვლელად, დაახლოებით, 5 საათი დასჭირდა. ნინი ნაცვლიშვილმა და ლევან ლომაძემ ფეხით 12 კილომეტრი გაიარეს. თუმცა ამბავი, რომელიც მათ მთიდან ჩამოიტანეს, დაუჯერებელია.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები