განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმ 30 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომელთაც ფინანსური დავალიანებები ჩამოეწერათ, სწავლის აღდგენა მიმდინარე სემესტრიდანვე შეეძლებათ. ამის შესახებ ამილახვარმა "კურიერი პიესის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
"იცით, რომ უნივერსიტეტების ნაწილი ხვალიდან იწყებენ სწავლას, ნაწილი ოდნავ მოგვიანებით. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, ხვალ იწყება უნივერსიტეტებში სწავლა და სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ ახლაც კი, მიმდინარე სემესტრში, ვისაც სურვილი ექნება, მივცეთ შესაძლებლობა რომ აღიდგინოს სტატუსი და გახდეს სრულფასოვანი სტუდენტი. ბუნებრივია, ეს კარგად გვესმის, რომ გარდა სოციალური ნაბიჯისა, რამხელა ინვესტიციაა მომავალში. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის შევუქმნათ შესაძლებლობები ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, სტუდენტებს რომ სწავლის შესაძლებლობა მივცეთ და ბუნებრივია ეს არის ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ანუ მომავალში," - აღნიშნა ამილახვარმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ