26 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი - ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები და ამბები ჩვენს ქვეყანაზე

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები და ამბები ჩვენს ქვეყანაზე - 885  კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი.

ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ უცნობი ამბებიც აღმოჩნდა. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვატიკანის არქივები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ინახავს. მკვლევრების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც სწორედ ვატიკანშია დაცული, შესაძლოა, ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათიც აღმოჩნდეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში იმუშაონ.

განათლების სამინისტროსთან ერთად ისტორიულ მისიას მხარს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდიც უჭერს.

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები