საუდის არაბეთში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე აკვრაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ასევე ჩემპიონობა ორჭიდის ჯამშიც იზეიმა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია, აკვრაში კი 245 და 253 კგ. დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში მის მიერ დაძლეული წონა 473 კგ-ია.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.