კახეთს ისევ სტიქია უტევს. ამ წუთებში ძლიერი სეტყვაა ყვარლის მუნიციპალიტეტში. როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სტიქია თითქმის ნახევარი საათია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი.
ამასთან, არსებული ცნობით, სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახი გაანადგურა. ადგილობრივები უამინდობის გამო გასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ზარალის რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია.
სტიქიის ზონისკენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში მიემართებიან.