26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
ლავროვის თქმით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით იბრძვის.

"ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელითა და სხეულით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს - ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ," - განაცხადა ლავროვმა.

დღის ამბები