თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ანაკლიაში ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობს. სტუდენტებისთვის ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება და ასევე საჯარო ლექციები გაიმართება.
პირველი საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორმა ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდული ბანაკის სტუდენტებს წაუკითხა თემაზე "სამხედრო ხელოვნება ძველ საქართველოში." ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.