ბრაზილიის ქალაქ ბარსელოსში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 12 ტურისტი და 2 პილოტი იმყოფებოდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა.