26 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებზე - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი ვერ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებზე, – ასე უპასუხა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, იური კიმის განცხადებას, რომ აშშ ცდილობს, სომხეთი რუსეთის საპირწონედ აშშ-ის პარტნიორი გახდეს.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, "სომხეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული და ორიენტირებული სომხეთის პოლიტიკურ ინტერესებზე დაყრდნობით."

სომხეთის პრემიერმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, თითქოს სომხეთი დასავლეთის მხარდაჭერით "აგდებს რუსებს," განაცხადა, რომ ურჩევნია კოლეგების განცხადებებზე გააკეთოს კომენტარი.

დღის ამბები