26 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

"მხოლოდ ფარცხალაძე კი არაა, ყველა მასთან დაკავშირებული პირი ახლა უნდა იყოს თანამდებობიდან ჩამოშორებული და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული. რაც ყველაზე მთავარია, ფარცხალაძეს თუ გააპარებენ ქვეყნიდან, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩათვალეთ, რომ თავიდან ბოლომდე არის ჩატარებული. ეს ყველაფერი დადასტურებულია გუშინ კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებით, სადაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ფარცხალაძის, რუსი ბიზნესმენის მიმართ არის შერჩევითი სამართალი. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ფარცხალაძის დანაშაულებრივი ქმედებებისა.

აუცილებლად გამოძიება მიიყვანს ბოლომდე ფარცხალაძის საკითხს და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, იქნება განაჩენიც ოღონდ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ნაკლებად მოსალოდნელია," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები