26 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა.

გამოფენის გახსნას, სადაც ფიროსმანის 46 ნამუშევარია წარმოდგენილი, საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო. ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და ზოგადად, იმ დროინდელი თბილისის ცხოვრება. ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.

ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი 2024 წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები