26 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პირველი განმარტება დასანქცირების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძემ "კურიერთან" ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში გააკეთა

პირველი განმარტება დასანქცირების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძემ "კურიერთან" ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში გააკეთა. ოთარ ფარცხალაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა.

წერილობით განმარტებაში ყოფილი გენერალური პროკურორი "რუსთავი 2-ს" პასუხობს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტები აქტიურად ცდილობენ მისი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, მისი თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს.

ფარცხალაძეს წერილში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან რამდენიმე ციტატა მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით, არადამაჯერებელია. ის აღნიშნავს, რომ სამომავლოდ სიმართლის დასადგენად მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს.

დღის ამბები