26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
შეთავაზება გვქონდა ხელისუფლებისთვის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საერთოდ არ მიგვეღო არანაირი კანონი - პაატა მანჯგალაძე

დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია. ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 7 სხვადასხვა მიმართულებას ეხება, ხვალ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.

ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუმცა დამატებითი პირობებით.

"ჩვენ შეთავაზება გვქონდა ხელისუფლებისთვის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საერთოდ არ მიგვეღო არანაირი კანონი. მე ამას უკან ვერ წავიღებ, ასეთი შეთავაზება იყო ჩვენი მხრიდან. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მე დამჭირდება კონსულტაცია ოპოზიციონერ კოლეგებთან. ჩვენ უნდა ვნახოთ, შეთავაზება რა არის "ქართული ოცნების." ჩვენი პირობა ძალაშია. თუ ვნახავთ, რომ რეკომენდაციების შესაბამისი ინიციატივაა შემოტანილი, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები