26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 17 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიხსნება და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

კლასიკური, საოპერო, კინო და ხალხური მუსიკა - კრიტიკოსების მიერ "ღვთით ნაკურთხ დირიჟორად" აღიარებული ჯანსუღ კახიძის მუსიკალური შემოქმედება მსოფლიოს სამუდამოდ დარჩა, მის მიერ დაფუძნებული ფესტივალი კი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი"" 1993 წელს დაარსდა. 30 წლის შემდეგ, ფესტივალზე ყველა ის მუსიკა აჟღერდება, რომელიც შემოდგომას განსაკუთრებულად უხდება.

შოსტაკოვიჩის საზეიმო უვერტიურით გაიხსნება 31-ე ფესტივალი, რომელიც ორკესტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალზე შესრულდება კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის და სუიტა, ბალეტიდან "ამორძალები"".

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სექტემბერში 4 კონცერტს გამართავს. შემოდგომის მეორე თვე კი ვერდის ოპერით "აიდა"" გაიხსნება. "შემოდგომის თბილისის"" ფარგლებში საქართველოს არგენტინელი პიანისტი ნელსონ გორნერი ესტუმრება, რომელიც კონცერტს რახმანინოვის 150 წლისთავს მიუძღვნის.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 17 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიხსნება და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები