26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი და პარტიების პოზიცია - ვინ შევა და ვინ არა კენჭისყრაზე სხდომათა დარბაზში

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესსაც ემიჯნება და პარლამენტში 5 ნომრით შესულ დეპუტატებსაც. კენჭისყრის დღეს, პარტია მხოლოდ ფრაქციის მოქმედ წევრებზე აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტს, დამატებით გადააზღვევს და საკუთარ დეპუტატებს დარბაზში არ შეუშვებს. სხდომაზე შესვლას არც ფრაქციის ზოგიერთი ყოფილი წევრი აპირებს. მათთვის გაუგებარია ხაბეიშვილის გუნდის პოზიცია. 

მოწოდებას, რომ კენჭისყრის პროცედურას არავინ დაესწროს, ჯერჯერობით, მხოლოდ ისევ "ნაციონალურ მოძრაობა", ანუ პარტიაში დაბრუნებული ვაშაძის გუნდი უერთდება. მისი პოლიტიკური ჯგუფის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ პირიქით, იმპიჩმენტისთვის წითელი ღილაკის გამოყენება უფრო მკაფიო განაცხადი იქნება, ვიდრე ბოიკოტი. ამავე აზრზე არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებიც, რომლებიც თანხმდებიან, რომ მათი კოლეგების გადაწყვეტილება მხოლოდ შიდა უნდობლობით აიხსნება.

დაესწრებიან თუ არა კენჭისყრას სხვები? - მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები ნათელია, "ლელო" მაინც საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას ელოდება, "გირჩი" კი - სანახაობას. პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება გამართლებულად მიაჩნია.

უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის დარღვევაში დადანაშაულებული პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, პროცესმა ისიც გამოავლინა, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს ვერც ერთ საკითხში ვერ ენდობიან. თუმცა მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ მიზეზს არ უკავშირებს.

ვიდრე გაირკვევა, ვინ დაესწრება იმპიჩმენტის კენჭისყრას, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი დაარღვია. ეს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად აუცილებელი პირობაა.

დღის ამბები