რა გახდა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ნიუ-ორკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში? გამოძიება ვერსიებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ აღსაზრდელი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გამო დაიღუპა.
ჰოსპიტალიზებულია კიდევ სამი არასრულწლოვანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთ ვერსიად თავდაპირველად მხუთავი აირით მოწამვლა სახელდებოდა, თუმცა შენობის შეამოწმების შემდეგ მაშველებმა კვალი ვერ აღმოაჩინეს.
პოლიციამ დაწესებულების ტერიტორიაზე კილოპრესი იპოვა - მოწყობილობა, რომელიც ნარკომოვაჭრეების მიერ გამოიყენება.