ევროკავშირმა ბულგარეთისა და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგი შეწყვიტა, რომელიც 16 წელზე მეტს გრძელდებოდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.
ვერა იუროვამ ბულგარეთსა და რუმინეთს მიულოცა და ოფიციალურად განაცხადა მექანიზმის დახურვის შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი მექანიზმის შესანიშნავ მუშაობას გაუშვა ხაზი.