ეროვნულ გალერეაში ნინიკო მორბედაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა.
პერსონალური გამოფენა, ხელოვანის შემოქმედების მიმოხილვას წარმოადგენს და 1989 წლიდან დღემდე 100-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
გამოფენის გახსნას მხატვრის მეგობრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნამუშევრების ნახვა 15 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.