კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, გარიყულას საჩოგბურთო კორტებზე დევისის თასი გრძელდება. საქართველოსა და ტუნისის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების მატჩში, ანგარიში 2:0 გახდა. დღის მე-2 შეხვედრაში ზურა ტყემალაძე, აზიზ დუგაზსს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 7:6, 6:4 გაიმარჯვა.
მანამდე კი საბა ფურცელაძემ მეტოქე, უშანსოდ ორ სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა. დღეს კი წყვილთა შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი იასპარეზებენ.