ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი. უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სასამართლო პროცესი უკვე შედგა და მოსამართლემ ოთხივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები ამ ეტაპისთვის დანაშაულს არ აღიარებენ.