26 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"რასაკვირველია, ერთმანეთის ნდობა არ არსებობს და ამას არც მალავენ" - გიორგი ვოლსკი ენმ-ის შესახებ 

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში არ შევა, გამოხმაურებები მოჰყვა უმრავლესობაში. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას საკუთარი თანაგუნდელების მიმართ უნდობლობით ხსნის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები არაერთი პოლიტიკოსის, მათ შორის პრეზიდენტის ლუსტრაციას ახდენს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობაში" ერთმანეთის ნდობა არ არსებობს და ამას არც მალავენ.

"ნაცმოძრაობის სიით შემოსულმა ზოგიერთმა დეპუტატმა პასუხისმგებლობა იგრძნო ქვეყნის წინაშე და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით დაიკავა ისეთი პოზიცია, როგორც სახელმწიფოს ინტერესებში იყო. ამასთან დაკავშირებით ისტერიკა ატყდა და სერიოზული ჯახი საპარლამენტო დარბაზის მარცხენა ფრთაზე. რასაკვირველია, ერთმანეთის ნდობა არ არსებობს და ამას არც მალავენ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით კი, ოპოზიციის შიგნით ნდობა არ არსებობს.

"შიგნით ოპოზიციას არ გააჩნია ურთიერთნდობა, არა მარტო ინტერპარტიულ რეჟიმში, არამედ შიდაპარტიულ და ფრაქციულ რეჟიმში. ამიტომ ხდება ასეთი სხვადასხვა ტიპის განცხადებების გაკეთება," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები