26 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი - გვიცხადებენ პიროვნების დასანქცირებას, რომელიც დიდი ხანია არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და არც ხელისუფლებასთან არის კავშირში

ერთ მხრივ ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 
მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე მოხდა, რამაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბი მისცა. ექსპერტის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე დაუწესდა სანქციები ფარცხალაძეს.  
 
"ერთი მხრივ ჩვენი პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები, მოგვიწოდებენ რომ საქართველოში არ იყოს პოლარიზაცია, თან მეორე მხრივ რადიკალურ ოპოზიციას ხელსაყრელ გარემოს უქმნიან სწორედ პოლარიზაციისათვისა და საზოგადოების დაპირისპირება-გახლეჩისათვის. დიდის ამბით გვიცხადებენ პიროვნების დასანქცირებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და არც ხელისუფლებასთან არის კავშირში. ყველაზე გულდასაწყვეტი, გნებავთ მათივე ლექსიკით, რომ ვისაუბროთ აღმაშფოთებელი ის არის, რომ არ გვაქვს არც მტკიცებულებები და საერთოდ ჩვენი ინფორმირება ხდება, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ. საკითხავი სწორედ ეს გახლავთ, თუ პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, კონკრეტულად და არა ზოგადად გვითხარით რა ხდება, ვინმე რა საფრთხეს წარმოადგენს თუ რას აშავებს, იქნებ ჩვენც გავერკვეთ და თქვენც დაგეხმაროთ. მგონი უსაფრთხოებიდან და თავდაცვიდან დაწყებული, ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგით დამთავრებული უამრავ საკითხზე ვთანამშრომლობთ. თუ ვინმე ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება, ჯერ ხელისუფლების ინფორმირება უნდა მომხდარიყო, არა ოპოზიციის, რომელსაც სპეკულაციის „კარგი“ საბაბი მიეცა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ პოლარიზაციას შეუწყობს ხელს."-  წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები