26 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს.

16 სექტემბერს, ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელი გამორჩეულად აღინიშნება. ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გაიმართება გრანდიოზული მუსიკალური საღამო ქართული კლასიკური მუსიკისა და ესტრადის წარმომადგენელთა ვარსკვლავური შემადგენლობით. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი ,,თეატრალურის კვარტეტი’’; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საჩვენებელი სპორტული გამოსვლები; საიუბილეო მხატვრული გამოფენები ; ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტი; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე ;ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატთა დაჯილდოება; ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია.

დღის ამბები