26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს. პრემიერ მინისტრმა ბულგარეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, განიხილეს არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. 

დღის ამბები