26 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს - euneighbourseast.eu-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

საქართველოს მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს - euneighbourseast.eu-მ ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება - 2016 წლის 60%-თან შედარებით.

ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი).

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე. მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება.


საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%).

გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%).

მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში.

ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

დღის ამბები