თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვაზისუბანში, 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ტერიტორიაზე სრულად აღდგება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები.
სკვერის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოების ღირებულება, 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.