26 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე. შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. შეხვედრაზე დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ბულგარეთის პარლამენტი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიღებს. რაც შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების მხარდაჭერას.

პაპუაშვილის განცხადებით, ბულგარეთის პარლამენტის მიერ იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება.

"ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ჩვენი სურვილია, გავაღრმაოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობა ბულგარეთის რესპუბლიკასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. თავმჯდომარეებისა და კომიტეტების ძლიერი კავშირი ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, რაც ორივე ქვეყანას წაადგება.

შეხვედრაზე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ბულგარეთის პარლამენტის მიერ იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რაც იქნება ჩვენი მეგობრობის განსამტკიცებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მინდა მადლობა გადავუხადო წინასწარ ამისთვის ჩემს კოლეგას.

დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე, აგრეთვე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ვიმედოვნებთ, რომ ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ბულგარეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტატუსის მიღებას და მისწრაფებაში.

"გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დავადასტურეთ, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა. ვფიქრობთ, შემდგომშიც გავამყაროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სტატუსის მიღებას და მისწრაფებას. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს", - განაცხადა როსენ ჟელიაზკოვიმ.

დღის ამბები