სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ. 2 ადამიანის დაღუპვის შემდეგ კერალას შტატში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირებები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 დაინფიცირებული გამოვლინდა.
შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება. 2018 წლიდან ეს ინდოეთში ვირუს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა.