26 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა

ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. დუბლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელი კოლეგისგან ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის საგარეო უწყებამ გამოითქვა მზადყოფნა, ამ პროცესში საქართველოს პრაქტიკული დახმარებაც გაუწიონ. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა მოაწერეს. ეს ირლანდიაში ილია დარჩიაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

"ძალიან საინტერესო, შინაარსიანი განხილვები გვქონდა. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იქნეს ირლანდიის მობილიზება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ შეხვედრების დროს ცალსახად, ღიად ვისაუბრეთ თუ როგორ დავაახლოოთ ორი ქვეყანა, როგორ გავაძლიეროთ პოლიტიკური თანამშრომლობა და როგორ იყოს ირლანდია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას  ძლიერად და ხმამაღლა უჭერს მხარს", -  განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

ირლანდიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, მიჰო მარტინი, მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მინისტრ დარჩიაშვილს ვუმასპინძლე დუბლინში, რაც საქართველო-ირლანდიას შორის არსებული ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროკავშირის წევრობამ ირლანდია ძალიან შეცვალა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მივესალმები საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირში, პირველ რიგში, არის ღირებულებების კავშირი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს გააგრძელოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის", - მიჰო მარტინიმ.

დღის ამბები