26 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის - სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

"არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის" - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მეთიუ მილერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან ყოველთვის სოლიდარული იყო.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად ამერიკის ახალი სანქციები შეეხო დაახლოებით 150 ბიზნესმენსა და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეეშალოს ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც მას უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

დღის ამბები