26 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
კიევმა ყირიმის ნახევარკუნძულზე, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა

სამხედრო ხომალდების შემდეგ კიევმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა. უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა და ნეპტუნის სისტემის რაკეტებმა S400 სისტემის გარდა, ასევე ააფეთქეს ძვირადღირებული რადარებიც. მოსკოვი ტრადიციულად საკუთარი სისტემების განადგურებას უარყოფს, თუმცა საპირისპირო ჩანს კადრებზე, რომელიც ანექსირებული ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა გადაიღეს. უკრაინის შეტევებს კონტრშეტევებით პასუხობს საოკუპაციო ძალაც, რომლის საარტილერიო დარტყმას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანული კამიკაძე დრონები გუშინდელი დღის მსგავსად დღესაც ეცადნენ ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებას, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი ჩამოყარა.

საზღვართან გახშირებული თავდასხმების გამო, ნატოს წევრი რუმინეთი საგანგებო ზომების მიღებაზე გადავიდა. ბუქარესტმა სასაზღვრო ზოლში ბეტონის თავშესაფრების აგება გადაწყვიტა. რუსული დრონების ნამსხვრევების რუმინეთის ტერიტორიაზე გახშირებული ჩამოვარდნის გამო, რუსი დიპლომატი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს და მკაფიოდ განუმარტეს, რომ ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ომის დანაშაულია. ბუქარესტი რუმინეთ-უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გამო, კონსულტაციებს მართავს ნატოს შტაბ ბინასთან.

დღის ამბები