26 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
დევისის თასი - მსოფლიოში პრესტიჟულმა საჩოგბურთო ტურნირმა საქართველოში სტარტი აიღო

მსოფლიოში პრესტიჟული დევისი თასის საჩოგბურთო ტურნირმა, საქართველოში სტარტი აიღო. კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, გარიყულას ახლადგახსნილ საჩოგბურთო კორტებზე, დღეს ერთმანეთს უკრაინისა და კოლუმბიის ეროვნული საჩოგბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხვალ დასრულდება. უკრაინისა და კოლუმბიის გარდა, ტურნირში საქართველო და ტუნისი მონაწილეობენ. დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის, მეორე წრის პირველ რაუნდში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისის წინააღმდეგ გამოვა.

საჩოგბურთო ბაზა, რომელიც საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა, მოიცავს სამ სავარჯიშო და ერთ ცენტრალურ კორტს, 228 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ასევე, ადმინისტრაციულ შენობას. ოთხივე კორტზე დაგებულია ჰარდის საფარი, მოწყობილია განათების სისტემა. გარიყულას საჩოგბურთო კორტები აკმაყოფილებს დევისის ტურნირისთვის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

აფრიკული ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული გუნდი, უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი: საბა ფურცელაძე, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში. შეხვედრები 15-16 სექტემბერს ჩატარდება და გამარჯვებული მეორედან პირველ ლიგაში გადაინაცვლებს, ხოლო უკრაინა-კოლუმბიას შორის გამარჯვებული პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავა

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული გუნდი დევისის თასზე, 2005 წლიდან ასპარეზობს. ნაკრების საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს იყო, როდესაც მე-2 ჯგუფიდან გავედით. საქართველო ტუნისის შეხვედრა ხვალ გარიყულას კორტებზე 17:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები