საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პოლიტიკას, გაეროს ექსპერტი დადებითად აფასებს. მომხსენებელმა პრესკონფერენცია გამართა და არსებულ პროგრესზე ისაუბრა, თუმცა აქვე აღნიშნა რომ სწორ პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება პრაქტიკაში აღსრულება. გაეროს ექსპერტი მთავრობა ფიზიკურ და ციფრულ გარემოზე ხელმისაწვდომობის, განათლებისა და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.