"სოტბის" აუქციონზე, ნოემბერში, პაბლო პიკასოს ნახატი "ფემა-ლა-მონტრე" გაიყიდება. პორტრეტში, პიკასოს ახალგაზრდა საყვარელი მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული.
ნახატი შესრულებულია 1932 წელს, როდესაც მხატვარი ჯერ კიდევ მოცეკვავე ოლგა ხოკლოვაზე იყო დაქორწინებული.
აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ნამუშევარი 120 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდება.