26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი, მაგრამ იკვეთება, რომ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა საკუთარ კეთილდღეობას მილიონობით ლარი მოახმარა.

"ეს ფაქტი თავისთავად კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ. ისინი სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი საბოლოოდ, მაგრამ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი," - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები