26 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს დარბაზში შესვლას არ აპირებს - საკითხს პარტია "პოლიტსაბჭოს" სხდომაზე განიხილავს

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს დარბაზში შესვლას არ აპირებს.

საკითხს, პარტია ამ დროისთვის "პოლიტსაბჭოს" სხდომაზე განიხილავს. მსჯელობენ სამოქმედო გეგმაზე. იდეა დარბაზის დატოვების შესახებ მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის.

ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ფრთა "ქართული ოცნების" სავარაუდო მოკავშირედ, ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.

"ვიმსჯელებთ მოგონილი, თავად რომ გამოიგონეს მათივე ხელდასმული იმპიჩმენტზე, ეს ქალბატონი არავის აურჩევია, მოპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არის ის, რომ ამ სიგიჟეში, იმპიჩმენტში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მას შეუძლია ევროკავშირს დიდი ნაბიჯით მიგვაახლოოს, თუ პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს - ამას კი არ აკეთებს. ამიტომ, სწორი აღქმები აქვს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მას არ უყურებენ სერიოზულად," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები