26 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის. ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საელჩო დაუპირისპირდა "ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის საელჩოს ობიექტური და მნიშვნელოვანი განცხადების გავრცელებისთვის.

"მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის. პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში როდესაც საელჩო დაუპირისპირდა "ნაცმოძრაობის" დეზინფორმაციას და მან გაავრცელა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური განცხადება "ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ სამწუხაროდ ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისათვის საელჩოს დიდი მადლობა," - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ ასევე, ოპოზიციის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

"როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებ, თან ასეთ სენსიტიურ თემაზე და მერე ამერიკის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამის უარყოფა, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები