26 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით - პაველ ჰერჩინსკი

"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - ამ თემაზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით იმართება. მას დეპუტატები, დიპლომატები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

"ივნისის ბოლოს მოხდა ზეპირი განახლება და როგორც იცით, ევროკომისიამ შეაფასა, რომ 12 პრიორიტეტიდან 3 სრულად იყო შესრულებული. ივნისის ბოლოდან რამდენიმე თვეა გასული. პროგრესი არის და შეფასება მოხდება ერთ თვეში. ველოდებით გაფართოების ანგარიშს.

აშკარაა, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული. რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე, რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება.

ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე. ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"მე მაინც იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. შესაძლებელია ეს იყოს დათქმებით და ჩვენ ვერ დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებენ უკვე დეკემბერში. მაგრამ ეს იქნება შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ დემოკრატია გახდეს შეუქცევადი და ვიბრძოლოთ იმითვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული კავშირის წევრი," - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარიდამ.

 

 

დღის ამბები