26 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება - ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ირლანდიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებს, ასევე დუბლინის მერს.

განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ირლანდია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის ქვეყანას საკუთარი გამოცდილება ამ პროცესში გაუზიაროს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ძალიან კარგი და ძლიერი გზავნილებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე.

ირლანდიამ ბევრი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობით და იმედი მაქვს, რომ საქართველოც შეძლებს ამ სარგებლის მიღებას. რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. თქვენმა მთავრობამ და მინისტრმა გაგვაცნეს ის პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია.

ირლანდიაში საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობართა ჯგუფი, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ველით საქართველოსა და ირლანდიის მთავრობებთან მუშაობას, რათა მალე ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოება," - აცხადებს ირლანდიის სენატის თავმჯდომარე ჯერი ბუტიმერი.

დღის ამბები