კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შესახებ შეშფოთება გამოთქვა თეთრმა სახლმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.