26 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
შარშან, როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა - ნაჩო სანჩეს ამორი

ევროპარლამენტარი, ნაჩო სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა. ევროპარლამენტარის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, პოლარიზაციისთვის მეტი ლანდშაფტი შექმნა.

"ევროპულ ინსტიტუტებში ხელსაყრელი გარემო არ იქმნება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობის გამო. საჭიროა ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს, მხარეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ველოდებით, როგორ არიან მზად პირობების შესრულების მხრივ და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები გადალახავენ ამ სირთულეებს, შეასრულებენ პირობებს, ფორმალურად მაინც უნდა იყოს შეთავაზება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის.

ჩემი აზრით, შარშან, როდესაც საქართველოს არ შესთავაზეს სტატუსი მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად, ეს იყო გეოპოლიტიკური შეცდომა. ამან პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად შექმნა ლანდშაფტი მეტი პოლარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ჩართულია ამ მიზნის მისაღწევად. ახლა პარლამენტმა, პარტიებმა უნდა სცადონ, რომ ბრიუსელს, ევროპას, წევრ ქვეყნებს შესთავაზონ ამ მიზნის გარშემო გაერთიანებული ქვეყნის სურათი," - აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.

დღის ამბები